TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ბალძარინი:“ იუვე რაბიოს პასუხის მოლოდინშია, კოპმეიენრსის სიტუაციას გუნდი პოზიტიურად აფასებს…“

SportMediaset-ის ჟურნალისმა ჯანი ბალძარინიმ ტურინული გრანდის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა.

„ულტიმატუმი რაბიოს ? იუვენტუსს რაბიოსთვის არანაირი ულტიმატუმით არ მიუმართავს. მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება და ჯუნტოლი მის შენარჩუნებას ყველა ხერხით ეცდება.

„დი ლორენცო ? ეს მარტივი ოპერაცია არ იქნება, თუმცა ტურინელები მუშაობას აგრძელებენ და ჯერჯერობით დასრულებული არაფერია.

„კოპმეინერსი ? იუვენტუსის ხელმძღვანელობა ამ საკითხზე ძალიან პოზიტიურად არის განწყობილი. ეს იმავე ფორმულის ტრანსფერი იქნება, როგორც დუგლას ლუისი, ატალანტა კოპმეიენრსის სანაცვლოდ ფულთან ერთად ერთ ან ორ ფეხბურთელს, სავარაუდოდ სულესა და ჰეისენს მიიღებს.“

error: დაცული კონტენტი !