იუვენტუსი სენესისთვის წინადადების გაუმჯობესებას არ აპირებს
იუვენტუსი მარკოს სენესის გაფორმების იმედს არ კარგავს, მაგრამ წინადადების გაუმჯობესებას არ გეგმავს.
ტურინული გრანდი არგენტინელ მცველს 4-წლიან კონტრაქტსა და სეზონში გასამრჯელოს სახით 3 მილიონ ევროს სთავაზობს, სენესი კი თავის მხრივ ბონუსების ჩათვლით 4.5-5 მილიონს ითხოვს.
Calciomercato-ს ცნობით, იუვენტუსი არგენტინელის მოთხოვნილი ხელფასის გადახდას არ აპირებს. მას მსურველები ინგლისშიც ჰყავს, მათ შორის ლივერპული, რომლისთვისაც მოთხოვნილი თანხის გადახდა პრობლემა არ იქნება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
