TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი ჰოლმის ტრანსფერით ინტერესდება

იუვენტუსი სპეციას ფეხბურთელის ემილ ჰოლმის ტრანსფერით ინტერესდება.

ჰოლმმა გასული სეზონი იჯარის წესით ატალანტას რიგებში გაატარა და თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა, თუმცა ბერგამოელებმა მის გამოსყიდვაზე უარი თქვეს და სპეციაში დააბრუნეს.

La Nazione-ს ცნობით, თუ იუვენტუსმა ჯოვანი დი ლორენცოს გაფორმება ვერ შეძლო, ემილ ჰოლმი მისი მთავარი ალტერნატივა გახლავთ, რომლის სანაცვლოდ სპეცია 12-13 მილიონ ევროს ითხოვს.

error: დაცული კონტენტი !