TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

სერია ა-მ მომდევნო სეზონის წილისყრის თარიღი გაასაჯაროვა

Calcio e Finanza-ს ინფორმაციით, სერია ა-ს 2024/25 წლების სეზონის წილისყრა 4 ივლისს გაიმართება.

წყაროს ცნობით, მოსალოდნელია, რომ სერია ა-ს ტურების შუა კვირაში გამართვა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი, რადგან მომდევნო სეზონში ევროპულ ტურნირებზე ერთდროულად 8 იტალიური გუნდი ითამაშებს.