TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსსა და მანჩესტერს შორის სანჩოს თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო

ბრიტანული წყაროების ცნობით, იუვენტუსსა და მანჩესტერ იუნაიტედს შორის ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო.

Sky Sprot-ის ცნობით, ტურინულ გრანდს ინგლისელი ფეხბურთელის იჯარის წესით გაფორმება უნდა, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში სავალდებულო გახდება.

გამოცემის ინფორმაციით, წითელი ეშმაკები სანჩოს გაშვების წინააღმდეგები არ არიან, თუმცა სურთ, რომ მისი გამოსასყიდი პუნქტი სავალებულო იყოს.

იუვენტუსის მთავარი კონკურენტი დორტმუნდია, მაგრამ გერმანელებს ფინანსური სირთულეები აქვთ და ამ მომენტისთვის სანჩოს სანაცვლოდ მოთხოვნილი 40-45 მილიონი ევროს გადახდას ვერ შეძლებენ.