იუვენტუსმა სილვას აგენტთან მოლაპარაკებები დაიწყო
გამოცემა Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსსა და ბერნარდო სილვას აგენტს შორის მოლაპარაკებები დაწყებულია.
პორტუგალიელი ნახევარმცველის მიმდინარე კონტრაქტი ქალაქელებთან სეზონის ბოლოს იწურება და დიდი ალბათობით ის ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება.
წყაროს ცნობით, იუვენტუსი სილვას უფასოდ გაფორმებას ეცდება და მის აგენტთან მოლაპარაკებები დაიწყო, მაგრამ პორტუგალიელის მიმართ ინტერესს არაერთი ევროპული გრანდი იჩენს და ტურინელებს წინ რთული მოლაპარაკებები ელოდებათ.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
