ლობოტკა სპალეტის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ნეაპოლიტანური გამოცემა Radio CRC-ს ინფორმაციით, ლუჩიანო სპალეტი ზაფხულში სტანისლავ ლობოტკას გაფორმებას ითხოვს.
ლობოტკა სპალეტის ნაპოლის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო და ლუჩიანო მიიჩნევს, რომ ის იუვენტუსს საგრძნობლად გააძლიერებს.
ნაპოლი ლობოტკას გაყიდვის წინააღმდეგი არ არის და მის სანაცვლოდ 20-25 მილიონ ევროს ითხოვს, მაგრამ აურელიო დე ლაურენტისს იუვენტუსის გაძლიერება არ სურს და მასთან საერთო ენის გამონახვა რთლი იქნება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
