იუვენტუსმა ბენფიკას მცველზე მუშაობა განაახლა
იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსმა ბენფიკას მცველის ანტონიო სილვას ტრანსფერზე მუშაობა განაახლა.
ტურინული გრანდი პორტუგალიელის გაფორმებას იანვარშიც ცდილობდა და Football Italia-ს ინფორმაციით, ის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იუვენტუსის ერთ-ერთი სამიზნე იქნება.
სილვას აგენტი ჟორჟე მენდეში გახლავთ, მას ტურინული გრანდის ხელმძღვანელობასთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს, რაც მოლაპარაკებებს საგრძნობლად ამარტივებს. პორტუგალიელები 22 წლის მცველის სანაცვლოდ 35-40 მილიონს ითხოვენ.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
