იუვე გუნდის პრეზიდენტის შეცვლასაც განიხილავს
იუვენტუსის ინსაიდერის რომეო აგრესტის ცნობით, ტურინული გრანდის დირექტორთა ბორდი გუნდის ხელმძღვანელობაში ცვლილებებზე მსჯელობას შეუდგა.
წყაროს ცნობით, გუნდიდან შესაძლო წასვლის ერთ-ერთი კანდიდატი იუვენტუსის პრეზიდენტი ჯანლუკა ფერეროა.
აგრესტის თქმით, ტურინული გრანდის მენეჯმენტში ამ მომენტისთვის ერთადერთი ფიგურა, რომლის წასვლაც არ განიხილება ჯორჯო კიელინია.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
