იუვენტუსი ბერნარდო სილვას ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს
იუვენტუსი მანჩესტერ სიტის ნახევარმცველის ბერნარდო სილვას ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.
ტურინული გრანდი დიდი ალბათობით მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებს და ევროპა ლიგას დასჯერდება, მაგრამ მირკო დი ნატალეს ცნობით, იუვენტუსი ბერნარდო სილვას გაფორმების იმედს არ კარგავს და პორტუგალიელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ბიანკონერი იმედოვნებს, რომ სილვა იუვენტუსში გადასვლას ჩემპიონთა ლიგის ფეხბურთის გარეშეც დათანხმდება, თუმცა ამის შანსი ამ მომენტისთვის საკმაოდ მცირეა.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
