იუვენტუსმა მსურველებს ვლაჰოვიჩის ფასი შეუთვალა
იტალიური წყაროების ცნობით, იუვენტუსის და დუშან ვლაჰოვიჩის ისტორია დასასრულს უახლოვდება.
Calciomercato-ს ცნობით, სერბი ფორვარდი გუნდს ან მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, ან სეზონის ბოლოს დატოვებს.
მხარეებს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება ვერ ხერხდება, ამიტომ იუვენტუსს მისი გაყიდვა მოუწევს.
წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსს ვლაჰოვიჩის სანაცვლოდ 40-45 მილიონი ევროს გამომუშავების იმედი აქვს.