ჩელსი ფაჯოლის ტრანსფერით ინტერესდება
იტალიელი ჟურნალისტის ჯოვანი ბალძარინის ინფორმაციით, ჩელსი ნიკოლო ფაჯოლის ტრანსფერით ინტერესდება.
წყაროს ცნობით, გუნდებს შორის იტალიელი ფეხბურთელის თაობაზე პირველი საუბარი უკვე გაიმართა და მხარეები სხვა ტრანსფერებთან ერთად ნიკოლოს ლონდონში შესაძლო გადაბარგებასაც განიხილავენ.
გამოცემის ინფორმაციით, ჩელსი ფაჯოლის ტრანსფერში გაბრი რენატო ვეიგას ან ლევაი კოლვილის გამოყენებას განიხილავს.