იუვენტუსმა მონტეროს გაშვება გადაწყვიტა
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იუვენტუსმა გუნდიდან პაოლო მონტეროს გაშვება გადაწყვიტა.
ტურინული გრანდის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა იუვენტუსის NextGen-ის გუნდი მიმდინარე სეზონის სტარტზე ჩაიბარა.
სერია C-ში მოასპარეზე NextGen-ს 14 ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-19 ადგილზე იმყოფება.
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, გუნდის ხელმძღვანელობამ მონტეროს გაშვების გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღო.