იუვენტუსი კონსეისაუსა და კალულუს გამოისყიდის
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსი მომდევნო თვეებში პიერ კალულუსა და ფრანცისკუ კონსეისაუს გამოსყიდვას გეგმავს.
ორივე ფეხბურთელი ტიაგო მოტას გუნდის მნიშვნელოვან წევრებად იქცნენ და წყაროს ცნობით, ბიანკონერის ხელმძღვანელობას მათი გამოსყიდვა უკვე გადაწყვეტილი აქვს.
ტურინულ გრანდს მილანიდან კალულუს გამოსყიდვა 14 მილიონი ევრო დაუჯდება, რასაც ბონუსების სახით კიდევ 3 მილიონი დაემატება. კონსეისაუს რაც შეეხება, მისი გამოსასყიდი თანხა 30 მილიონია, თუმცა იუვენტუსს ამ თანხის შემცირება ტრანსფერში პორტუში იჯარით მოთამაშე ტიაგუ ჯალოს ჩართვით სურს.