TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსმა კოპმეინერსის ტრანსფერი დახურა

ფაბრიციო რომანოს, ჯანლუკა დი მარციოს, რომეო აგრესტის და სხვა გავლენიანი წყაროების ცნობით, იუვენტუსმა ტეუნ კოპმეინერსის ტრანსფერი დახურა.

რომეო აგრესტის ცნობით, ნიდერლანდელი ფეხბურთელი ტურინში უახლოეს საათებში ჩაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას კი ხვალ გაივლის და ბიანკონერის რიგებს ოფიციალურად შეუერთდება.

იუვენტუსს ნიდერლანდელის ტრანსფერი ბონუსების ჩათვლით 59 მილიონი ევრო დაუჯდება. კოპმეინერსი გუნდთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და მისი გასამრჯელო სეზონში 4.5 მილიონი ევრო იქნება.