იუვემ კალულუს გამოსყიდვის გადაწყვეტილება მიიღო
იუვენტუსი სეზონის ბოლოს მილანიდან პიერ კალულუს გამოისყიდის.
ფრანგი მცველი ტურინული გრანდის რიგებს 1-წლიანი იჯარით შეუერთდა, მისი შემდგომში 14 მილიონ ევროდ გამოსყიდვის პერსპექტივით, რასაც ბონუსების სახით კიდევ 4 მილიონი დაემატება.
კალულუ იუვენტუსში მალევე გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად იქცა, Tuttosport-ის ცნობით კი გუნდმა მისი გამოსყიდვის გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ფრანცისკუ კონსეისაუს მსგავსად, პიერი იუვენტუსში დარჩება.