ასტონ ვილა ილდისის სანაცვლოდ მსუყე წინადადებას ამზადებს
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მანჩესტერ სიტისთან შესანიშნავი მატჩის შემდეგ, კენან ილდისის მსურველთა სია კიდევ უფრო გაიზარდა.
წყაროს ცნობით, ამჯერად თურქმა ტალანტმა ასტონ ვილას ინტერესი დაიმსახურა და ინგლისელები უახლოეს პერიოდში იუვენტუსთან მოლაპარაკებების დაწყებას ეცდებიან.
გამოცემის ინფორმაციით, ასტონ ვილა იუვენტუსს სეზონის ბოლოს ილდისის სანაცვლოდ 80-90 მილიონ ევროს შესთავაზებს, თუმცა ამ მომენტისთვის კენანის გაყიდვა ტურინულ გრანდში არც კი განიხილება.