იუვენტუსი და ტოტენჰემი ფეხბურთელების ბარტერს განიხილავენ
იუვენტუსმა და ტოტენჰემმა შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ.
ტურინული გრანდი ტოტენჰემის უკანახაზელის დესტინი უდოჯის ტრანსფერით ინტერესდება და მას ანდრეა კამბიაზოს ერთ-ერთ პოტენციურ შემცვლელად მოიაზრებს.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, ტოტენჰემი ჯონათან დევიდის მიმართ იჩენს ინტერესს. ორივე ფეხბურთელი დაახლოებით 25-30 მილიონად არის შეფასებული, რაც მოლაპარაკებებს საგრძნობლად ამარტივებს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
