ატალანტა დი გრეგორიოს გაფორმებას ეცდება
მიკელე დი გრეგორიო იუვენტუსს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვებს და ამ მომენტისთვის ყველაზე მეტად მის ტრანსფერზე ატალანტა აქტიურობს.
ლა დეა მარკო კარნეზეკის შემცვლელის ძიებაშია, რომელიც დიდი ალბათობით გუნდს დატოვებს და ბერგამოელთა პრიორიტეტი სწორედ დი გრეგორიოა.
იუვენტუსი იტალიელი კარის დარაჯის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს ითხოვს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
