ილდისი:“ მომხდარის გამო ძალიან ვწუხვარ…“
კენან ილდისმა მონცასთან მატჩში წითელი ბარათის მიღების გამო ბოდიში სოციალური ქსელის მეშვეობით მოიხადა.
„ძალიან ვწუხვარ იმის გამო, თუ რა მოხდა მონცასთან მატჩის მსვლელობისას.
„ოპონენტისთვის ზიანის მიყენება ჩემი განზრახვა არ ყოფილა, მე მას ბოდიში პირადად მოვუხადე.
„მინდა ავღნიშნო, რომ ეს შემთხვევითობა იყო, რაც ჩემს ხასიათსა და საფეხბურთო ფილოსოფიას არ ასახავს.
„ასევე მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემს თანაგუნდელებს, მწვრთნელს, სტაფს და ქომაგებს, მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ამ რთულ სიტუაციაში მაჩვენეთ.“