იუვენტუსი სახელფასო ხარჯების შემცირებას აგრძელებს
კრისტიანო ჯუნტოლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იუვენტუსში მოსვლის დღიდან გუნდის სახელფასო ხარჯების შემცირება იყო და იტალიელი სპეციალისტი ამ საქმეს შესანიშნავად ართმევს თავს.
ჯუნტოლის იუვენტუსში მისვლის შემდეგ, იუვენტუსის სახელფასო ხარჯები თითქმის 25 პროცენტით შემცირდა.
ტურინულმა გრანდმა 2023 წლიდან სახელფასო ხარჯები დღემდე 150 მილიონი ევროდან 111 მილიონამდე შეამცირა, დუშან ვლაჰოვიჩის კონტრაქტის სიტუაციის გაკრვევის შემდეგ კი, ვინც სერია ა-ში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია და გასამრჯელოს სახით 10 მილიონს იღებს, წლიური სახელფასო ხარჯები კიდევ უფრო შემცირდება.