TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე ვლაჰოვიჩის კონტრაქტის გახანგრძლივებას ნოემბრის ბოლოს გეგმავს

იუვენტუსი დუშან ვლაჰოვიჩის კონტრაქტის თაობაზე მუშაობას აგრძელებს და დიდი ალბათობით მოლაპარაკებები ნოემბრის ბოლოს დასრულდება.

ნიკოლო სკირას ცნობით, ვლაჰოვიჩის აგენტი ტურინში მომდევნო თვის ბოლოს დაბრუნდება, იუვენტუსის წარმომადგენლებთან კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს და დიდია ალბათობა, მხარეებმა საბოლოო შეთანხმებას მიაღწიონ.

ვლაჰოვიჩის პრიორიტეტი იუვენტუსში დარჩენაა და დიდი ალბათობით ის ხელფასის 12 მილიონიდან 9-10 მილიონამდე შემცირებას დათანხმდება.