იუვე ლუკას აგენტს შეხვდა
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო სკირას ცნობით, იუვენტუსის ინტერესი უდინეზეს ფორვარდის ლორენცო ლუკას მიმართ სერიოზულია.
ბიანკონერი ვიცე-ვლაჰოვიჩის ძიებას აგრძელებს და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის 24 წლის იტალიელი კრისტიანო ჯუნტოლის ერთ-ერთი ფავორიტი კანდიდატია.
წყაროს ცნობით, რამდენიმე დღის წინ იუვენტუსსა და ფეხბურთელის აგენტს შორის შეხვედრა უკვე შედგა. უდინეზეს ლუკას სეზონის ბოლომდე შენარჩნება უნდა, მაგრამ თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე მის სანაცვლოდ 15-20 მილიონს გადაიხდის, მათ ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევთ.