TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე ვლაჰოვიჩს დარწმუნებას ერთჯერადი ბონუსით ეცდება

იუვენტუსი მომდევნო დღეებში დუშან ვლაჰოვიჩთან შეხვედრასა და ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებების განახლებას გეგმავს.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ტურინული გრანდი სერბ ფორვარდს ხელფასის სახით 5.5-6 მილიონ ევროს შესთავაზებს, თუმცა მზად არის, მას ილდისის მსგავსად ერთჯერადი ბონუსის სახით 4-5 მილიონი ევრო გადაუხადოს.

წყაროს ცნობით, სერბის მიმართ ინტერესს არაერთი ევროპული გრანდი იჩენს, მაგრამ ვლაჰოვიჩს იუვენტუსში დარჩენა უნდა და მისი პრიორიტეტი ტურინელებთან საერთო ენის გამონახვაა.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !