იუვენტუსი ვიკარიოს გაფორმებას სერიოზულად განიხილავს
იუვენტუსი ტოტენჰემის კარის დარაჯის გილერმო ვიკარიოს ტრანსფერით ინტერესდება.
Tuttomercato-ს ცნობით, ის ალისონის ერთ-ერთი ალტერნატივაა და იუვენტუსი მას მიკელე დი გრეგორიოს შესაცვლელად იდეალურ კანდიდატად მოიაზრებს.
ვიკარიოს ტოტენჰემის დატოვება და სერია ა-ში დაბრუნება სურს. ინგლისელები დი გრეგორიოს მიმართ იჩენენ ინტერესს და არ არის გამორიცხული, გუნდებმა ფეხბურთელები გაცვალონ.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
