კიმსა და სპალეტის შორის სატელეფონო საუბარი შედგა
ლუჩიანო სპალეტი იუვენტუსის სატრანსფერო საქმიანობაში პირადად არის ჩართული.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, სპალეტიმ ბაიერნის მცველთან კიმ მინ-ჯესთან სატელეფონო საუბარი გამართა და კორეელი ფეხბურთელისგან ტრანსფერზე თანხმობა უკვე მიიღო.
იუვენტუსში კიმი გლეისონ ბრემერის შეცვლის მთავარი კანდიდატია, თუმცა არც ის არის გამორიცხული, ტურინელებმა ის ბრემერის გაყიდვის გარეშე გაიფორმონ, თუმცა ამისთვის გუნდი გატიმ ან კელიმ უნდა დატოვოს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
