იუვე ვერონას მცველის მიმართ ინტერესს არ კარგავს
იუვენტუსი ვერონას მცველის ჯეკსონ ჩაჩუას მიმართ ინტერესს არ კაგავს.
ტურინული გრანდი 23 წლის მარჯვენა მცველის მიმართ ინტერესს ზაფხულშიც იჩენდა და SportItalia-ს ცნობით, კრისტიანო ჯუნტოლი მის გაფორმებას კიდევ ერთხელ იანვარში ეცდება.
ვერონა კამერუნელი ფეხბურთელის სანაცვლოდ, ვისაც დაცვის ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში, დაახლოებით 10 მილიონ ევროს ითხოვს.