პოგბა:“ ჩემი მომავალი ? მე იუვენტუსთან კონტრაქტი მაკავშირებს“
იუვენტუსის ნახევარმცველმა პოლ პოგბამ დისკვალიფიკაციის შემცირების თაობაზე ისაუბრა და საკუთარ მომავალთან დაკავშრებით კომენტარი გააკეთა.
„დისკვალიფიკაციის შემცირება ? ძალიან ბედნიერი ვარ. მე არაფერი დამიშავებია და 4 წელი საყვარელი საქმისგან შორს ყოფნა არ დამიმსახურებია.
„ეს მეორე შანსის მიღების ტოლფასია, ეს ჩემი ცხოვრების ახალი ნაწილია, მარტი ძალიან მალე მოვა და მე მზად ვიქნები.
„საუბრები მარსელის ინტერესის თაობაზე ? მე იუვენტუსთან კონტრაქტი მაკავშირებს და სხვა გუნდის თაობაზე საუბარი უპატივცემულობა იქნება. მე ახლა მხოლოდ მოედანზე მაქსიმალურად მოკლე დროში დაბრუნებაზე ვფიქრობ.“