TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე ვენდელის მიმართ ინტერესს არ კარგავს

იუვენტუსი ალექს სანდროს შემცვლელის ძიებას აქტიურად აგრძელებს და ბიანკონერის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ პორტუს ბრაზილიელი ფეხბურთელი ვენდელი რჩება.

30 წლის მარცხენა მცველის მიმდინარე კონტრაქტი პორტუგალიელებთან მომდევნო სეზონის ბოლოს იწურება და მისი გაფორმება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დაახლოებით 7-8 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.

ვენდელმა გასულ სეზონში პორტუგალიის უმაღლეს დივიზიაში ჩატარებულ 25 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.