TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსმა ილდისის ახალ კონტრაქტზე მუშაობა განაახლა

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსმა კენან ილდისის აგენტთან თურქი ფეხბურთელის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები განაახლა.

19 წლის თურქი ტალანტის მიმდინარე კონტრაქტი იუვენტუსთან 2027 წლის ზაფხულში იწურება, მაგრამ ბიანკონერი მას გუნდის პროექტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად მოიაზრებს, ამიტომ ხელშეკრულების კიდევ 2 სეზონით, 2029 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივება სურს.

წყაროს ცნობით, ილდისის აგენტი კონტინასაზე იმყოფებოდა, სადაც კრისტიანო ჯუნტოლის შეხვდა და მხარეებს შორის ახალი კონტრაქტის ბოლო დეტალებზე მოლაპარაკებები გაიმართა. მოსალოდნელია, რომ ილდისი ახალ ხელშეკრულებას ევროპის ჩემპიონატის დასრულებისთანავე გააფორმებს.