TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსმა გრინვუდის ტრანსფერზე მუშაობა შეწყვიტა

Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელის მეისონ გრინვუდის ტრანსფერზე მუშაობას აღარ აპირებს.

ინგლისელი ფეხბურთელი გასულ დღეებში ფედერიკო კიეზას პოტენციურ შემცვლელად მოიაზრებოდა, თუმცა წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი მის ალტერნატიულ ვარიანტებზე გადაერთო.

გამოცემის ინფორმაციით, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველ რიგში, ბიანკონერი ფეხბურთელის სანაცვლოდ მოთხოვნილი 50 მილიონი ევროს გადახდას არც კი განიხილავს, მის მაღალ სატრანსფერო ფასს კი გრინვუდის პირად ცხოვრებაში არსებული პრობლემები ემატება, რამაც იუვენტუსს ინგლისელზე უარი ათქმევინა.