იუვე ვეიგას მშრალი იჯარით გაფორმების წინააღმდეგი არ არის
იუვენტუსი რენატუ ვეიგას ტრანსფერზე მუშაობს და ჩელსისთან საერთო ენის გამონახვას ცდილობს.
მატეო მორეტოს ცნობით, მას შემდეგ, რაც მხარეებმა ტრანსფერის ფორმულასთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, იუვენტუსმა ლონდონელებს ფეხბურთელის არენდით გაფორმება შესთავაზა, მისი შემდგომში გამოსყიდვის უფლების გარეშე.
იუვენტუსს სურს, რომ სეზონის ბოლომდე ვეიგა გაიფორმოს, ზაფხულში კი გუნდი ფეიენორდიდან დავიდ ჰანცკოს დაიმატებს, ლაზარეთიდან კი გლეისონ ბრემერი დაბრუნდება…