იუვენტუსი სანდრო ტონალის ტრანსფერით არ ინტერესდება
ბოლო დღეებში გავრცელებული ცნობების მიუხედავად, იუვენტუსი ნიუკასლის ნახევარმცველის სანდრო ტონალის ტრანსფერით არ ინტერესდება.
Corriere dello Sport-ის ცნობით, ტურინული გრანდის პრიორიტეტი იანვარში დაცვის ხაზის გაძლიერება იქნება, ტონალი კი ნიუკასლისთვის ხელშეუხებელი ფეხბურთელია და მისი გაყიდვა ზამთარში არ იგეგმება.