TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დი მარციო:“ ჰანცკოს იუვეში ტრანსფერი იანვარში რთული წარმოსადგენია“

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, დავიდ ჰანცკოს იუვენტუსში ტრანსფერი იანვარში ამ მომენტისთვის რთულად წარმოსადგენია.

წყაროს ცნობით, ჰანცკომ ტურინულ გრანდში ტრანსფერს მწვანე შუქი უკვე აუნთო და კარიერის იუვენტუსში გაგრძელება უნდა, მაგრამ ფეიენორდს შუა სეზონში გუნდის ერთ-ერთი ლიდერის გაყიდვა არ სურს.

მოსალოდნელია, რომ იუვენტუსი იანვარში ბენფიკადან იჯარით ანტონიო სილვას გაიფორმებს, სეზონის ბოლოს კი ჰანცკოს ტრანსფერს დახურავს.