TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ჰეისენი:“ იუვენტუსის დატოვება ჩემი გადაწყვეტილება არ ყოფილა“

იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა დინ ჰეისენმა ტურინული გრანდის დატოვების მიზეზებზე ისაუბრა.

„რატომ დავტოვე იუვე ? სიმართლე რომ გითხრათ, ეს ჩემი გადაწყვეტილება არ ყოფილა. იუვენტუსის დატოვება არ მინდოდა, თუმცა გუნდის ხელმძღვანელობამ და ტიაგო მოტამ მითხრეს, რომ მათ ფული სჭირდებოდათ, ამიტომ ჩემი გაყიდვა უწევდათ.

„რატომ ბორნმუთი ? მთავარი ფაქტორი ტიაგუ პინტუ იყო, მან მე რომაში იჯარით მიმიყვანა, შემდეგ კი დამარწმუნა, რომ ბორნმუთი ჩემი კარიერის განვითარებისთვის საუკეთესო არჩევანი იყო.

„იტალიაში დაბრუნება ? მე ინგლისში ბედნიერი ვარ, თუმცა წინასწარ რაიმეს თქმა შეუძლებელია.

„რა მენატრება იუვენტუსში ყველაზე მეტად ? ჩემი მეგობარი ილდისი. მე მას ხშირად ვესაუბრები, კენანი ყოველთვის მეუბნება, რომ ის იუვენტუსში უბედნიერესია, უყვარს გუნდი და მისი ქომაგები.“