ჰანცკო ფეიენორდს იუვენტუსში ტრანსფერს სთხოვს
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, დავიდ ჰანცკოს აგენტი კლიენტის იუვენტუსში ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს.
წყაროს ცნობით, ფეხბურთელის წარმომადგენელი ნიდერლანდური გუნდის ხელმძღვანელობას უახლოეს პერიოდში შეხვდება და იანვარში მის იუვენტუსში ტრანსფერზე თანხმობის მიღებას ეცდება.
ტურინულმა გრანდმა ჰანცკოსთან 5-წლიანი კონტრაქტი უკვე შეათანხმა, უახლოეს პერიოდში კი მოლაპარაკებები უშუალოდ გუნდებს შორის დაიწყება.