TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე ტომორის სიტუაციას აკვირდება

იუვენტუსი ცენტრალური მცველის ძიებას აგრძელებს და ტურინული გრანდის ერთ-ერთი სამიზნე მილანის ფიკაიო ტომორი გახლავთ.

მილანის რიგებში პაულო ფონსეკას მისვლის შემდეგ, ტომორიმ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, რითიც ფეხბურთელი უკმაყოფილოა და დიდია ალბათობა, მან იანვარში გუნდი დატოვოს.

Tuttomercato-ს ცნობით, იუვენტუსი ტომორის 6-თვიანი იჯარით გაფორმებას განიხილავს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

ტომორის როგორც ცენტრში, ასევე დაცვის მარჯვენა ფლანგზე შეუძლია თამაში, რაც მას იუვენტუსისთვის იდეალურ კანდიდატად აქცევს.

error: დაცული კონტენტი !