TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე დევიდისთვის ბრძოლას აგრძელებს

იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსი ლილის ფორვარდის ჯონათან დევიდის მიმართ ინტერესს არ კარგავს.

კანადელი ფორვარდი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება და ნებისმიერ მსურველს მისი გაფორმება ზაფხულში სრულიად უფასოდ შეეძლება, თებერვლიდან მოყოლებული კი მას პრე-კონტრაქტის გაფორმების უფლება ექნება.

Tuttomercato-ს ცნობით, დევიდის უფასოდ ტრანსფერზე იუვენტუსი, ინტერი, ბარსელონა, ბაიერნი და რამდენიმე ინგლისური გუნდი მუშაობს.