იუვე სილვასთვის 3-წლიან კონტრაქტს ამზადებს
იუვენტუსი ბერნარდო სილვას ტრანსფერზე მუშაობას უფრო აქტიურად შეუდგა და უახლოეს პერიოდში მის აგენტთან პირადი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებს.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ტურინული გრანდი მზად არის, 31 წლის პორტუგალიელ ნახევარმცველს 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს და სეზონში ხელფასის სახით 5.5-6 მილიონი ევრო გადაუხადოს.
წყაროს ცნობით, სილვას მიმართ ინტერესს არაერთი ევროპული გრანდი იჩენს და მის დასარწმუნებლად იუვენტუსს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება მოუწევს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
