TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე პელეგრინის გაფორმებას სერიოზულად განიხილავს

იუვენტუსის ინტერესი ლორენცო პელეგრინის მიმართ სერიოზულია.

იტალიელი ფეხბურთელი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება და მისი ტურინული გრანდის რიგებში ხილვა პირადად ლუჩიანო სპალეტის სურს.

პელეგრინი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად არ მოიაზრება, თუმცა სპალეტი მიიჩნევს, რომ ის როტაციის დროს მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება, ამიტომ იუვენტუსი მის უფასოდ გაფორმებას ეცდება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !