იუვე სელტას ნახევარმცველით ინტერესდება
იუვენტუსი ნახევარდაცვის გასაძლიერებლად შესაბამისი კადრის ძიებას აგრძელებს და ტურინული გრანდის პოტენციური სამიზნეების სიას ამჯერად ილაიშ მორიბა შეუერთდა.
ბარსელონას აკადემიის აღზრდილმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში სელტას რიგებში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და არაერთი გუნდის ინტერესი დაიმსახურა.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, 23 წლის გვინეელი ფეხბურთელი ლუჩიანო სპალეტის ერთ-ერთი ფავორიტი კანდიდატია. მისი გაფორმება დაახლოებით 15-20 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
