ფიორენტინა რუგანის დაბრუნებას ეცდება
ფიორენტინა დანიელე რუგანის მიმართ ინტერესს არ კარგავს.
იტალიელმა ფეხბურთელმა გასული სეზონის მეორე ნახევარი ფლორენციულ გუნდში იჯარის წესით გაატარა. ფიორენტინამ მისი 2.5 მილიონ ევროდ გამოსყიდვა არ ისურვა და ის ტურინში დააბრუნა.
ალფრედო პედულას ცნობით, ფიორენტინაში ფაბიო გროსოს მისვლის შემდეგ ფლორენციულმა გუნდმა რუგანის გაფორმების სურვილი კიდევ ერთხელ დააფიქსირა. იუვენტუსის მოთხოვნა უცვლელია, იტალიელი მცველი 2.5 მილიონი ღირს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
