იუვე და ჩელსი ამ მომენტისთვის კამბიაზო-ჯეკსონის ბარტერზე არ მუშაობენ
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იუვენტუსსა და ჩელსის შორის ამ მომენტისთვის კამბიაზო-ჯეკსონის ბარტერის თაობაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.
წყაროს ცნობით, 24 წლის სენეგალელი ფორვარდი იუვენტუსის ერთ-ერთი პოტენციური სამიზნეა, თუმცა ამ მომენტისთვის ტურინულ გრანდს სხვა პრიორიტეტები აქვს.
ჩელსი კამბიაზოს კუკურელიას ერთ-ერთ შემცვლელად მოიაზრებს, თუმცა ლონდონელებს ჯერჯერობით ოფიციალური წინადადება არ გაუკეთებიათ.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
