იუვე სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს ფრატეზის გაფორმებას ეცდება
იტალიელი ჟურნალისტის ჩირო ვენერატოს ინფორმაციით, იუვენტუსი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დავიდე ფრატეზის გაფორმების იმედს არ კარგავს.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი ინტერთან მოლაპარაკებების განახლებას სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს ეცდება და იმედი აქვს, რომ ნერაძური ამჯერად იტალიელის იჯარით გაშვებას დათანხმდება.
თავად ფრატეზიმ გასულ კვირებში რამდენიმე გუნდის, მათ შორის ნოტინგჰემ ფორესტის ვარიანტი უარყო და იუვენტუსში გადასვლა სურს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
