TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი მატეტას თაობაზე წინადადების გაუმჯობესებას არ აპირებს

იუვენტუსი კრისტალ პალასისთვის ჟან-ფილიპ მატეტას თაობაზე ახალი წინადადების გაკეთებას არ აპირებს.

ნიკოლო სკირას ცნობით, ინგლისელებს ფრანგი ფორვარდის სანაცვლოდ საერთო ჯამში 40 მილიონი ევროს მიღება სურთ, ამ თნხის გადახდა კი ტურინული გრანდის გეგმებში არ შედის.

იუვენტუსმა მატეტასთან 4-წლიანი კონტრაქტი უკვე შეათანხმა, რომლის მიხედვითაც ფრანგის გასამრჯელო სეზონში 3.5 მილიონი იქნება, მაგრამ თუ კრისტალ პალასმა მოთხოვნილი თანხა არ შეამცირა, მატეტას იუვენტუსში ტრანსფერი გამორიცხულია.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !