TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე პსჟ-სთან კოლო მუანის თაობაზე მოლაპარაკებებს შეუდგა

რანდალ კოლო მუანის კარიერა იუვენტუსში შესანიშნავად დაიწყო, ფრანგი ფორვარდის აქტივში 2 მატჩში 3 გოლია და ტურინული გრანდი მის გამოსყიდვაზე მუშაობას უკვე შეუდგა.

SportItalia-ს ცნობით, გუნდებს შორის უკვე დაიწყო მოლაპარაკებები და იუვენტუსს სურს, რომ მხარეებმა ფორვარდის კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტი ჩადონ.

იუვენტუსს იმედი აქვს, რომ სეზონის ბოლოს ფრანგის შენარჩუნებას 30-35 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეძლებს.

error: დაცული კონტენტი !