ფაჯოლის ფიორენტინაში ტრანსფერის დეტალები ცნობილია
იუვენტუსმა სატრანსფერო ფანჯარა გუნდის აკადემიის აღზრდილის ნიკოლო ფაჯოლის ფიორენტინაში გაშვებით დაასრულა.
ფლორენციელებმა ნიკოლო 6-თვიანი იჯარით გაიფორმეს, მისი შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით.
იუვენტუსი ფაჯოლის სანაცვლოდ საერთო ჯამში 20 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც მომავალში ფეხბურთელის გაყიდვის შმთხვევაში სრული თანხის 15 პროცენტი დაემატება.