იუვე პარმას ტალანტის ტრანსფერით ინტერესდება
იუვენტუსი პარმას ახალგაზრდა ტალანტის ანგე-იოან ბონის ტრანსფერით ინტერესდება.
ტურინული გრანდი იანვარში ცენტრ-ფორვარდის გაფორმებას გეგმავს და მირკო დი ნატალეს ცნობით, 20 წლის ფრანგი შემტევი კრისტიანო ჯუნტოლის ერთ-ერთი სამიზნეა.
ახალგაზრდა ტალატნი, ვინც მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 8 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა, დაახლოებით 15-20 მილიონ ევროდ არის შეფასებული.