შკრინიარი იუვენტუსის პრიორიტეტად რჩება
იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსი პსჟ-ს მცველის მილან შკრინიარის მიმართ ინტერესს არ კარგავს.
კრისტიანო ჯუნტოლიმ არაერთხელ დაადასტურა, რომ გლეისონ ბრემერის ტრავმის შემდეგ, ბიანკონერი იანვარში მცველის გაფორმებას ეცდება და SportMediaset-ის ცნობით, გუნდის პრიორიტეტი სწორედ შკრინიარია.
სლოვაკი ფეხბურთელი პარიზული გუნდის გეგმებში არ შედის, ამიტომ იუვენტუსს მისი იჯარით გაფორმების იმედი აქვს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.