იუვენტუსი ოსიმენის გასაფორმებლად ყველაფერს გააკეთებს
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის მატეო მორეტოს ინფორმაციით, იუვენტუსი ვიქტორ ოსიმენის გასაფორმებლად უკან არაფერზე დაიხევს.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი ნიგერიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 75-80 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს.
ოსიმენის პრიორიტეტი თავის მხრივ კარიერის იუვენტუსში გაგრძელებაა და ამ მომენტისთვის სხვა გუნდებთან მოლაპარაკებებზე უარს ამბობს.